"ფიორენტინა" დიმიტარ ბერბატოვს კომპენსაციას სთხოვს

AutoSharing Option
"ფიორენტინას" სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ განაცხადა, რომ კლუბი დიმიტარ ბერბატოვს ჩაშლილი ტრანსფერის გამო კომპენსაციას სთხოვს.

ბულგარელი თავდამსხმელი გასულ კვირას "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "ფულჰემში" გადავიდა, თუმცა მას ჯერ იტალიაში ელოდნენ.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ბერბატოვის ტრანსფერი "ფიორენტინაში" უკვე გადაწყვეტილი ამბავი იყო და იტალიელები ფეხბურთელს კონტრაქტზე ხელის მოსაწერად ელოდნენ.

თუმცა ბულგარელი არ გამოჩენილა და რამდენიმე დღეში ხელშეკრულება "ფულჰემთან" გააფორმა.

"ფიორენტინაში" ფიქრობენ, რომ ბერბატოვმა ისინი, უბრალოდ, "გადააგდო" და ამის გამო მას კომპენსაციას სთხოვენ.

"ბერბატოვის წ
არმომადგენლებს ავიაბილეთებზე დახარჯული თანხის ანაზღაურებას მოვთხოვთ. საბოლოოდ კმაყოფილი დავრჩი, რომ ის არ ჩამოვიდა. ასე უკეთესია. 25 წელია სპორტულ ბიზნესში ვმუშაობ და მსგავსი რამ არ მინახავს.

შესაძლოა, სატრანსფერო ბაზარზე ისეთი ფეხბურთელი გამოჩნდეს, ვინც მოგვეწონება. ფორვარდს აღარ ვეძებთ, რადგან უკვე გვყავს ლუკა ტონი, რომელიც გამოგვადგება, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც. ჭორები იმის თაობაზე, რომ ჯუზეპე როსისთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, უსაფუძვლოა", - აღნიშნა პრადემ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული