"მანჩესტერ სიტი" კრიშტიანო რონალდოში 200 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" მზადაა, მადრიდის "რეალის" ფორვარდ კრიშტიანო რონალდოში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS იტყობინება, რომელიც დასძენს, რომ მიუხედავად შეთავაზებული თანხის სიდიდისა, "სამეფო კლუბი" პორტუგალიელის გაშვების წინააღმდეგია.

თავის მხრივ, "ქალაქელები" უკან არ იხევენ და მოლაპარაკებების გაგრძელებას იმედოვნებენ.

თუკი კრიშტიანო რონალდო ინგლისში მაინც დაბრუნდება, მისი ხელფასი "სიტიში" წელიწადში 20 მილიონი ევროთი განისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის ერთ ჯგუფში მოხვდნენ და მათი პირველი დაპირისპირება 18 სექტემბერს მოხდება.

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: კრიშტიანო რონალდო, გვიყვარხარ და
გაფასებთ

სკანდალი: კრიშტიანო რონალდოს უმაღლესი დონის შანტაჟი
კრიშტიანო რონალდოს წელიწადში 25 მილიონი ფუნტის მიღება სურს
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვერ ვიტან ამ ფეხბურთელს, უმაღლესი დონის მოთამაშეა, მაგრამ საზიზღარი პიროვნება........!!!!!!!!
ნატია
19:07 06-09-2012
0
კრისტიანო შენში 200მილოონი კიარა მილიარდიც უნდა გადაიხადონ.მიყვარხარ ჩემო ლამაზო და ნიჭიერო.უმაგრესი ხარ მაგარი ხარ რა.მიყვარხარ უზომოდ
nino
19:23 06-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული