"მანჩესტერ სიტი" კრიშტიანო რონალდოში 200 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" მზადაა, მადრიდის "რეალის" ფორვარდ კრიშტიანო რონალდოში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS იტყობინება, რომელიც დასძენს, რომ მიუხედავად შეთავაზებული თანხის სიდიდისა, "სამეფო კლუბი" პორტუგალიელის გაშვების წინააღმდეგია.

თავის მხრივ, "ქალაქელები" უკან არ იხევენ და მოლაპარაკებების გაგრძელებას იმედოვნებენ.

თუკი კრიშტიანო რონალდო ინგლისში მაინც დაბრუნდება, მისი ხელფასი "სიტიში" წელიწადში 20 მილიონი ევროთი განისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის ერთ ჯგუფში მოხვდნენ და მათი პირველი დაპირისპირება 18 სექტემბერს მოხდება.

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: კრიშტიანო რონალდო, გვიყვარხარ და
გაფასებთ

სკანდალი: კრიშტიანო რონალდოს უმაღლესი დონის შანტაჟი
კრიშტიანო რონალდოს წელიწადში 25 მილიონი ფუნტის მიღება სურს
მკითხველის კომენტარები / 6 /
რათქმუნდა პრესა კიარა მთელი მსოფლიო ალაპარაკდება! portugalieli milioneris da sauketeso fexburtlis axali qartveli girlfrieni!:ddddd shenc wagiyvan espanetshi mere.irina tan dzaan lamazi da mdidaria.esec prroblemaa chemo graf;dd
nino
14:40 07-09-2012
0
nino--ძალიან გთხოვ ისე ნუ იზამ რომ პრესიდან შევიტყო ეს ყველაფერი :D მარტო ეგაა ვითომ პრობლემა რომ შეიკი ესპანეთშია? :D
Graf
12:38 07-09-2012
0

სიახლეები პოპულარული