რადამელ ფალკაოთი ლამის ყველა თავმოყვარე გრანდი არის დაინტერესებული, მაგრამ ამ მომენტისთვის გამოკვეთილი ფავორიტები "მანჩესტერ სიტი"და "ჩელსი" არიან.
ლონდონელებმა კოლუმბიელის სიძლიერე საკუთარ თავზე გამოსცადეს და რა გასაკვირია, რომ მისი შეძენა სურთ, მაგრამ სპეციალისტების აზრით, დღეისთვის ფავორიტი "მანჩესტერ სიტია"..
"ქალაქელებმა" საქმეში მძიმე არტილერია ჩართეს და ტრანსფერის მოგვარება პორტუგალიელ ცნობილ აგენტ ჟორჟე მენდეშს მიანდეს. რობერტო მანჩინის ჯერ კიდევ ზაფხულში სურდა ფალკაოს
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანჩესტერელები მზად არიან იანვარში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ "ელ ტიგრეში" (ფალკაოს მეტსახელია და ვეფხვს ნიშნავს) და ეს მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ფინანსური დოკუმენტები უეფას ფინანსური ფეირ პლეის პრინციპებთან შესაბამისობაში ვერაფრით მოჰყავს.
თავად კოლუმბიელმა განაცხადა, რომ ის სულაც არ ოცნებობს ინგლისში თამაშზე, სამაგიეროდ ფალკაოს მამამ, კითხვაზე ფიქრობს თუ არა მისი შვილი ინგლისში გადასვლაზე, უპასუხა: "კი ფიქრობს და ამის შანსიც საკმაოდ დიდია". თუმცა მანვე დაადასტურა, რომ ფალკაო მადრიდის "რეალში" თამაშზე ოცნებობდა.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტიმ" აგვისტოში დაიმატა ჯეკ როდუელი, ხავიერ გარსია, მატია ნასტასიჩი, სკოტ სინკლერი და მაიკონი, მაგრამ მიუხედავად ამისა მანჩინი მაინც არ იყო კმაყოფილი, რადგან მან რამოდენიმე სასურველი მოთამაშე ვერ შეიძინა, კერზოდ კი: დანიელე დე როსი, რობინ ვან პერსი, ხავი მარტინესი და ედინ აზარი.
რადამელ ფალკაო გარსია სარატემ "ატლეტიკოს" მაისურით 53 შეხვედრაში 47 გოლი გაიტანა და მადა აბსოლუტურად ყველა ევროპულ გრანდს აღუძრა, მაგრამ მისი გამოსასყიდი თანხის გადახდა, ამ დროისთვის მხოლოდ სამ გუნდს შეუძლია, რომელთაგანაც ერთი, ფრანგული, ჯერ ხმას არ იღებს.
ტატო ბაციკაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"