უეინ რუნი: შესაძლოა, სექტემბრის ბოლოსთვის დავბრუნდე

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა უეინ რუნიმ საკუთარ ტრავმასა და გამოჯანმრთელების პერიოდზე ისაუბრა.

"გამოჯანმრთელების პერიოდი კარგად მიდის. ყველაფერი ექიმებზეა დამოკიდებული - როცა ისინი მეტყვიან, რომ მზად ვარ, მაშინ გავალ მოედანზე.

არ მინდა, ვიჩქარო. მკურნალობის სრული კურსი უნდა გავიარო, რომ პირველ შეხვედრაში არ დამემართოს რამე.

ამჟამად თავს ნორმალურად ვგრძნობ. სავარაუდოდ, 4 მატჩს გამოვტოვებ და სექტემბრის ბოლოსთვის დავბრუნდები", - აღნიშნა რუნიმ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა ტრავმა პრემიერლიგის მეორე ტურში "ფულჰემთან" (3:2) მატჩის დროს მიიღო.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული