2010 წელს გუნდი პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა, ხოლო იანვარში, მას შემდეგ რაც ოუენ კოილი "ბოლტონში" წავიდა, საჭირო გახდა ახალი მწვრთნელის დანიშვნა.
"განცხადება ძალიან ბევრმა მწვრთნელმა წარმოადგინა, მათ შორის იყო ანდრეც, რომელიც მაშინ "აკადემიკაში" მუშაობდა. მისი CV და Power Points-ში გაკეთებული პრეზენტაცია შთამბეჭდავი იყო, მაგრამ მე ნახევარზე მეტი ვერ გავიგე",- განაცხადა პოლ ფლეტჩერმა.
საბოლოოდ ვილაშ-ბოაშს უარი უთხრეს, ის კი იმავე წლის ზაფხულში "პორტუში" დაინიშნა, სადაც ერთ წელიწადში ოთხი
უარის მთავარი მიზეზი იყო ენა, რომლითან პორტუგალიელს პრეზენტაცია ჰქონდა დაწერილი. ისევ ფლეტჩერი:
"ლიტერატურული ენა და ჟარგონი ფეხბურთში ყოველ დღე უარესდება, ჟარგონულ ტერმინებს ვილაშ-ბოაშიც ხშირად ხმარობს.
არა მგონია, რომ "ბარნლის" ფეხბურთელებს გაეგოთ თუ რა უნდოდა მწვრთნელს მათგან, როცა ის მაგალითად მათ "გამაგრებას" მოსთხოვდა.
ტომი დოჰერტი ხშირად ამბობდა, რომ ის არ ეტყოდა ფეხბურთელებს ისეთ რამეს, რასაც მისი რძის გამყიდველი ვერ გაიგებდა. არა მგონია რომ რძის გამყიდველს გაეგო ანდრეს სიტყვების უმეტესობა".
ტატო ბაციკაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"