ალექს ფერგიუსონს კრიშტიანო რონალდოს დაბრუნება სურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფეგიუსონი კრიშტიანო რონალდოს პრობლემების შესახებ ინფორმირებულია და პორტუგალიელის "ოლდ ტრეფორდზე" დაბრუნება სურს.

შოტლანდიელმა სპეციალისტმა უკვე სთხოვა გლეიზერების ოჯახს, რომ ყველაფერი გააკეთონ რონალდოს დასაბრუნებლად.

"როცა რონალდო "რეალში" გადავიდა, ფერგისუონმა თქვა: თუ პორტუგალიელი მადრიდს დატოვებს, მაშინ ის "იუნაიტედში" უნდა დაბრუნდეს.

თუმცა ამჟამად მხოლოდ თავად რონალდომ იცის სურს, თუ არა მას "რეალის" დატოვება", - იუწყება "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაახლოებული წყარო.

ასევე გავრცელდა ინფრომაცია, რომ "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი იმდენად გაღიზიანებულია რონალდოს უპატივცემულობით კლუბის მიმართ, რომ მზადაა პორტუგალიელის ტრანსფერი
განიხილოს.

ტრანსფერი ფასი კი სავარაუდოდ 100 მილიონ ევროზე მეტი იქნება.

მომზადებულია football-espana.net-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული