რობერტო მანჩინი: კრაუჩის გოლი? ეს NBA იყო და არა ფეხბურთი!

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ "სტოკთან" (1:1) მატჩის მსაჯობა გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრის მე-15 წუთზე არბიტრმა მარკ კლატენბურგმა კრაუჩის ხელით თამაში ვერ შეამჩნია, რომლის შემდეგ მან გოლი გაიტანა.

"ეს ხომ NBA და არა ფეხბურთი! ეს მომენტი ბევრჯერ არ მინახია, მაგრამ გუნდის თითქმის ყველა ფეხბურთელმა ანიშნა მსაჯს კრაუჩის ხელით თამაში.

გასაოცარია, არბიტრი კრაუჩის წინ იდგა და მაინც ვერაფერი დაინახა.

მიუხედავად ამისა, მაინც უნდა გაგვემარჯვა. შეხვედრის ბოლოს ბიჭებმა ორი კარგი მომენტი შექმნეს, რომლის გოლად ქცევა სამწუხაროდ ვერ მოახერხეს", - თქვა მანჩინიმ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული