ანტონ ფერდინანდმა ჯონ ტერისა და ეშლი კოულს ხელი არ ჩამოართვა

AutoSharing Option
ქპრ-ს ფეხბურთელმა ანტონ ფერდინანდმა ლონდონის "ჩელსისთან" მატჩის დაწყების წინ "არისტოკრატთა" მცველს ჯონ ტერის ხელი არ ჩამორთვა.

გარდა ამისა, ფერდინანდმა ხელი არც ეშლი კოულს გაუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ადრე "მანჩესტერ იუნატედის" მცველის რიო ფერდინანდის ძმამ ანტონმა ტერის სასამართლოში უჩივლა, სადაც ფეხბურთელი რასისტულ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. თუმცა სასამართლომ ტერი დამნაშავედ არ სცნო.

მატჩის შემდეგ, რომელიც უგოლო ფრედ დასრულდა, "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრაზე ისაუბრა და ფერდინანდის საქციელიც აღნიშნა.

"საკმაო რაოდენობის მომენტები შევქმენით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. ქპრ-სთან მატჩი ყოველთვის რთული ჩასატარებელი ჩვენთვის, თუმცა გუნდის თამაშით
კმაყოფილი ვარ.

რა შემიძლია ფერდინანდისა და ტერის კონფლიქტის შესახებ ვთქვა? ჩემი ფეხბურთელები პროფესიონალებივით მოიქცნენ.

ჯონმა და ეშლიმ ხელი გაუწოდეს ფერდინანდს, მაგრამ ანტონმა მათ ხელი არ ჩამოართვა. ეს მისი უფლებაა", - თქვა რობერტო დი მატეომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული