დავიდ სილვამ "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი გააგრძელა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ესპანელმა ნახევარმცველმა დავიდ სილვამ "ქალაქელებთან" ხელშეკრულება 2017 წლამდე გააგრძელა.

კონტრაქტის თანახმად, ფეხბურთელის ხელფასი კვირაში 200 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

"ახალი ხელშეკრულებით ძალიან კმაყოფილი ვარ. მანჩესტერში ორი წლის განმავლობაში ვთამაშობდი. ამიტომ კლუბი, ქალაქი და გულშემატკივრები ჩემთვის მშობლიურნი გახდნენ.

ახლა მთლიანად ფეხბურთზე გადავერთვები, რათა "მანჩესტერ სიტის" ტიტულების მოგებაში დავეხმარო", - განაცხადა სილვამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული