არსენ ვენგერი: თეო უოლკოტისადმი ლონდონის "არსენალის" გულშემატკივართა დამოკიდებულება მაშფოთებს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მიიჩნევს, რომ მიუხედავად კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე ჰავბეკ თეო უოლკოტთან უთანხმოებისა, გულშემატკივრებმა მოთამაშეს მხარი უნდა დაუჭირონ.

შეგახსენებთ, რომ "საუთჰემპტონთან" მატჩში შეცვლაზე გამოსვლისას უელბეკს ტრიბუნებმა უსტვინეს.

თეომ ამ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და გუნდს 6:1 გამარჯვებაში დაეხმარა.

"ეს, რა თქმა უნდა, მაშფოთებს. ფეხბურთელს მისი კონტრაქტის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, მხარი უნდა დავუჭიროთ. იმედი გვაქვს, რომ თეო ხელშეკრულებას გააგრძელებს. თუმცა, თუ აპრილამდე ყველაფერი ასე დარჩება, ეს ბევრად უფრო რთული იქნება. ახლა ის ამბობს, რომ "არსენალში" დარჩენა სურს",
- განაცხადა ვენგერმა ბრიტანულ პრესაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული