ანდრე ვილაშ-ბოაში: მიროსლავ კლოზეს გვთავაზობდნენ

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა განაცხადა, რომ ზაფხულში თავდასხმის რომის "ლაციოს" და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელით, მიროსლავ კლოზეთი გაძლიერებას სთავაზობდნენ.

"ფიფას აგენტმა კლოზე შემოგვთავაზა, მაგრამ რეალური მოლაპარაკებები არ გამართულა.

კლოზე კარგი მოთამაშეა, მაგრამ მე ასევე მყავს სამი ძალიან კარგი თავდამსხმელი: დეფო, ადებაიორი და დემპსი", - განაცხადა ვილაშ-ბოაშმა.

თავად მიროსლავ კლოზე ადრე ამბობდა, რომ "დეზებმა" ზაფხულში მიმართეს, მაგრამ მან "ლაციოში" კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩენა ამჯობინა.

მომზადებულია Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული