მას შემდეგ, რაც ფაბიომ მერსისაიდელთა გამო "რომა" დატოვა, მის ანგარიშზე რვა თამაშში მხოლოდ ერთი გოლია.
"ვარჯიშებზე გულმოდგინედ ვმუშაობ. ფიზიკურ ფორმას ვიუმჯობესებ, ტაქტიკას სრულვყოფ და ტექნიკას ვხვეწავ მწვრთნელისა და თანაგუნდელების დახმარებით.
ხანდახან გოლამდე რამდენიმე სანტიმეტრი ან იღბალი მაკლდება. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება და გოლებსაც გავიტან", - განაცხადა ბორინიმ.