ფაბიო ბორინი: გოლების დროც მოვა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ფორვარდი ფაბიო ბორინი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში ახალ კლუბში კარგად ათამაშდება.

მას შემდეგ, რაც ფაბიომ მერსისაიდელთა გამო "რომა" დატოვა, მის ანგარიშზე რვა თამაშში მხოლოდ ერთი გოლია.

"ვარჯიშებზე გულმოდგინედ ვმუშაობ. ფიზიკურ ფორმას ვიუმჯობესებ, ტაქტიკას სრულვყოფ და ტექნიკას ვხვეწავ მწვრთნელისა და თანაგუნდელების დახმარებით.

ხანდახან გოლამდე რამდენიმე სანტიმეტრი ან იღბალი მაკლდება. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება და გოლებსაც გავიტან", - განაცხადა ბორინიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული