ბრენდან როჯერსი "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩს ევროპის ლიგის მატჩზე მაღლა აყენებს

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავკაცი ბრენდან როჯერსი აღიარებს, რომ მისთვის პრიორიტეტული ინგლისის პრემიერლიგაა და არა ევროპის ლიგის დაპირისპირებები.

"მესმის, რატომ შეიძლება გვაკრიტიკებდეს ხალხი ევროპის ლიგისადმი მსგავსი დამოკიდებულების გამო. თუმცა მე ყველაფერს კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებ.

საიდუმლო არავისთვისაა, რომ ინგლისის პრემიერლიგა ჩემთვის პრიორიტეტულია. მე თავიდანვე ამ აზრზე ვიყავი. თუ ევროპის ლიგის მატჩებში რომელიმე წამყვან მოთამაშეს დავკარგავ, შემდგომი 2-3 თვის მანძილზე ძალიან გამიჭირდება.

"არსენალთან" შეხვედრაში შევამჩნიე, რომ ზოგიერთი ჩემი მოთამაშე დაღლილი იყო. ამიტომ მინდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩს ყველა მოთამაშე საუკეთესო ფორმაში შეხვდეს", - განაცხადა
"წითლების" თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს მერსისაიდელები შვეიცარიის "იანგ ბოიზს" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული