"მესმის, რატომ შეიძლება გვაკრიტიკებდეს ხალხი ევროპის ლიგისადმი მსგავსი დამოკიდებულების გამო. თუმცა მე ყველაფერს კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებ.
საიდუმლო არავისთვისაა, რომ ინგლისის პრემიერლიგა ჩემთვის პრიორიტეტულია. მე თავიდანვე ამ აზრზე ვიყავი. თუ ევროპის ლიგის მატჩებში რომელიმე წამყვან მოთამაშეს დავკარგავ, შემდგომი 2-3 თვის მანძილზე ძალიან გამიჭირდება.
"არსენალთან" შეხვედრაში შევამჩნიე, რომ ზოგიერთი ჩემი მოთამაშე დაღლილი იყო. ამიტომ მინდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩს ყველა მოთამაშე საუკეთესო ფორმაში შეხვდეს", - განაცხადა
შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს მერსისაიდელები შვეიცარიის "იანგ ბოიზს" დაუპირისპირდებიან.