"ლივერპულმა" დანიელ აგერთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო

AutoSharing Option
"ლივერპულმა" მცველ დანიელ აგერთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

დანიელი ფეხბურთელის მოქმედი ხელშეკრულება კიდევ ორი წლით არის ძალაში და "წითლების" ხელმძღვანელობა 27 წლის ფეხბურთელის შენარჩუნებაზე ფიქრს ახლავე იწყებს.

შეგახსენებთ, რომ აგერის სანაცვლოდ 20 მილიონ ფუნტ სტერლინგს "მანჩესტერ სიტი" იხდიდა, მაგრამ "ლივერპულმა" ეს წინადადება უარყო და "ენფილდის" დატოვების სურვილი არც თავად მოთამაშეს გააჩნდა.

აგერი ინგლისურ კლუბს 2007 წელს შეუერთდა, როდესაც დანიური "ბრონდბიუ" 5.5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული