ინგლისი. პრემიერლიგა. V ტური: როდემდე იქნება ფორტუნა ”ჩელსის” მხარეზე

AutoSharing Option
ჩელსი კოჭლობს
ეშლი კოულის გოლი რომ არა, "ჩელსი" პირველ ქულებს დაკარგავდა "სტემფორდ ბრიჯზე". ტონი პულისის "სტოკ სიტიმ" წელს ქულები უკვე ორ გრანდს, "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალს" დააკარგვინა და შეეძლო, ეს ჩემპიონატის მესამე ფავორიტთანაც გაეკეთებინა.

მატჩი "ჩელსის" სოლიდური უპირატესობით დაიწყო. დედაქალაქელებმა ზედიზედ ჩამოაწოდეს რამდენიმე კუთხური და საჯარიმო, მაგრამ ასმირ ბეგოვიჩის კარს გასაღები ვერ მოუძებნეს.

სტუმრებმა პირველსავე ტაიმში ჯონათან უოლტერსის თავურით უპასუხეს, რომელიც ხარიხას მოხვდა. მეორე ნახევარში სიტუაცია შედარებით გათანაბრდა. ინიციატივას ხან ერთი გუნდი ფლობდა, ხან - მეორე.

ჰიპერაქტიური იყო შეტევით ფაზაში
ბრანისლავ ივანოვიჩი. სერბი მცველი ბევრად უფრო სახიფათო იყო, ვიდრე ფერნანდო ტორესი. მატჩის დასრულებას ბევრი აღარაფერი აკლდა, როცა ივანოვიჩი-მატა-კოულის ეფექტური კომბინაცია უკანასკნელის გოლით დასრულდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ლურჯებს" გაუმართლათ. როდემდე იქნება ფორტუნა მათ მხარეზე, ამას მალე ვნახავთ. რაკი "ჩელსიზე" ვწერთ, აქვე გეტყვით, რომ შაბათს დავიდ ლუისმა კლუბთან ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

წმინდანების პირველი სამი
"საუთჰემპტონმა" პირველი თამაში მოიგო და თანაც ბრწყინვალე სტილში. პრემიერლიგის გრანდებთან მიჯრით წაგებული თამაშების შემდეგ "წმინდანებმა" თავიანთი კალიბრის გუნდებთან უნდა დაამტკიცონ, რისი თავიც აქვთ.

პირველი ასეთი მცდელობა, როგორც ხედავთ, ბრწყინვალე შედეგით დასრულდა. ასე რომ, "საუთჰემპტონს" უპირობო აუტსაიდერად ნურავინ მიიჩნევს.

"წმინდანებზე" ბოლოს იმას გეტყვით, რომ გუნდმა ამ უქმეებზე პოლონელ არტურ ბორუცს გაუფორმა ხელშეკრულება და განაცხადშიც შეიყვანა.

ლოგიკური ფრე
"ვესტ ჰემისა" და "სანდერლენდის" დაპირისპირება განსაკუთრებულ ინტერესს თუნდაც იმიტომ იწვევდა, რომ ერთმანეთის პირისპირ სემ ელერდაისისა და მარტინ ო’ნილის გუნდები უნდა წარმდგარიყვნენ.

ამაზე მატჩის წინა მიმოხილვაშიც ვწერდით და ახლაც გავიმეორებთ. თანაბარი პოტენციალის მქონე გუნდების დაპირისპირება ლოგიკური შედეგით დასრულდა.

სტუმართა მხრიდან თავი, რა თქმა უნდა, სტივენ ფლეტჩერმა გამოიჩინა. 25 წლის შოტლანდიელი ფანტასტიკურ ფორმაშია.

გედები უკან იხევენ
შაბათის მატჩებზე წერას "სუონსი"-"ევერტონით" დავასრულებთ. სიმართლე გითხრათ, მერსისაიდელთა ამხელა ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდით. განადგურებას ვერც "გედების" რიცხვნაკლულობას დავაბრალებთ, რადგან ნათან დაიერის გაძევებამდე უელსელებს 2 გოლი ჰქონდათ მიღებული.

21-ე წუთზე ანგარიში მარუან ფელაინის წყალობით გაიხსნა, რომელმაც ვიქტორ ანიჩებეს მშვენიერ პოზიციაზე პასი... ხელით დაუგდო. არბიტრმა ეს ვერ შენიშნა და გოლი ჩათვალა.

ტაიმის მიწურულს ფელაინი-პიენაარის კონტრშეტევა კევინ მირალიაშმა დააგვირგვინა. საბოლოო ანგარიში გუდისონპარკელთა ლიდერმა ფელაინიმ დააფიქსირა.

ზედიზედ მეორე
"უაით ჰართ ლეინზე" თამაში მასპინძელთა უკანმოუხედავი შეტევებით დაიწყო, თუმცა სტუმრებისთვის ეს სიურპრიზი არ აღმოჩნდა და მათ მოქმედებებში პანიკის ნიშანწყალიც არ შეინიშნებოდა.

მე-3 წუთზე მიიღო ტრავმა ჟოზე ბოსინგვამ. მარკ ჰიუზი იძულებული გახდა, გამოცდილი პორტუგალიელი შეეცვალა.

ანგარიში 33-ე წუთზე ფორლინის გადაცემის წყალობით ზამორამ გახსნა. "დეზებმა" თამაში სათავისოდ მე-2 ტაიმის 2-წუთიან მონაკვეთში შეატრიალეს. ფორლინმა მხრით დალაშქრა საკუთარი კარი.

მატჩს ბეჭედი დეფომ დაუსვა, ვინც სეზონის მე-4 გოლი შეაგდო.

კარგი ლივერპული
ეს უკვე სიახლეა. ბრენდან როჯერსს, როგორც ჩანს, "ლივერპული" ნელ-ნელა მოჰყავს თავის ჭკუაზე. "წითლებმა", იმის მიუხედავად, რომ 50 წუთზე მეტი კაცნაკლულებმა ითამაშეს, ახერხებდნენ და მრისხანე მეტოქეს მომენტებში ბურთს უმალავდნენ.

თამაში "იუნაიტედის" სერიოზული უპირატესობით დაიწყო, მაგრამ მასპინძელმა მატჩის სადავეები მალე ჩაიგდო ხელთ. 38-ე წუთზე ჯონჯო შელვი ჯონი ევანსის წინააღმდეგ ბინძური თამაშისთვის მინდვრიდან მიაბრძანეს. შესაძლოა, არბიტრს ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება არც მიეღო, მაგრამ ფეხბურთელმა რამდენიმეწამიანი ინტერვალით ორჯერ იუხეშა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა სტივ ჯერარდმა გაიტანა. "იუნაიტედი" ცოტა კი დაიბნა, მაგრამ მერე რაფაელის სუპერგოლით აღადგინა წონასწორობა.

ის, რაც 81-ე წუთზე მოხდა, თანამედროვე ფეხბურთის აქილევსის ქუსლია - მსაჯმა ხოსე რეინას კარში არარსებული პენალტი დანიშნა. ამ ეპიზოდში დანიელ აგერმა ცენტრში ბურთი დაკარგა და იქვე სცადა მისი დაბრუნება, მაგრამ ანტონიო ვალენსიას ნაცვლად გლენ ჯონსონი წააქცია.

ეკვადორელი საჯარიმოში შეიჭრა და იმავე ჯონსონთან შეტაკებისას "გმირულად დაეცა".

გამეორებაზე აშკარად გამოჩნდა, რომ სამხრეთამერიკელს არავინ შეხებია. რეინას სულ ცოტა დააკლდა, რომ რობინ ვან პერსის პენალტი აეღო, მაგრამ დარტყმა მეტისმეტად ძლიერი აღმოჩნდა.

ბრწინვალე არსენალი
"არსენალი", ვან პერსის გაყიდვის მიუხედავად, დიდებულ გუნდად რჩება. შეხვედრის დებიუტი უსახური გამოდგა. პირველი რეალური საგოლე სიტუაცია მხოლოდ მე-14 წუთზე შეიქმნა, როცა ჟერვინიო ჰარტს პირისპირ შეეყარა. თავდამსხმელმა წარმოუდგენლად ცუდად ითამაშა და მომენტი ქარს გაატანა.

მე-40 წუთზე ანგარიში მოულოდნელად გაიხსნა. კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ლესკოტმა კოშელნის აჯობა - 1:0.

მიუხედავად ანგარიშში უპირატესობისა, რობერტო მანჩინი უკმაყოფილო იყო მისი გუნდის თამაშით, რის გამოც მთელ რიგ ტაქტიკურ ცვლილებებს მიმართა. რაღაც პერიოდი გადაადგილებებმა თითქოს გაამართლა კიდეც, მაგრამ... არსენ ვენგერმა ყველაფერი კარგად წაიკითხა - შეტევაში ჟირუ და უოლკოტი ჩართო და თამაში დაიჭირა.

ბოლო 20 წუთის განმავლობაში "მეთოფეებმა" მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. კუთხურის გათამაშების შემდეგ გოლი კოშელნიმ შეაგდო.

ორ წუთში "სიტის" ხელახლა შეეძლო წინ გასვლა, მაგრამ იმავე ფრანგი სტოპერის საჩუქარი კარლოს ტევესმა ვერ შეიშნოვა.

ინგლისი. პრემიერლიგა. V ტური
სუონსი-ევერტონი 0:3
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - რანხელი, ტეიტი (55. ბრიტონი), უილიამსი, დევისი - სუნ იონი, დე გუზმანი - რუტლეჯი, მიჩუ, პ. ერნანდესი (46. ნ. დაიერი) - გრემი (71. შეხტერი)
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - კოულმენი, იაგიელკა, ჰეიტინგა, ბეინსი - მირალიაში (71. ნეისმიტი), ნევილი, ოსმანი, პიენაარი (86. გუიე) - ფელაინი (86. ოვიედო) - ანიჩებე
გოლები: 0:1 ანიჩებე (22), 0:2 მირალიაში (43), 0:3 ფელაინი (82)
გაფრთხილება: უილიამსი, სუნ იონი, რანხელი, მიჩუ - ოსმანი,
გაძევება: ნ. დაიერი (58)
კარში დარტყმა: 11-20 (6-12) კუთხური: 8-3 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 23-9 ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 20 464

ჩელსი-სტოკ სიტი 1:0
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, დ. ლუისი, გ. კეჰილი, ე. კოული - რამირესი, მიკელი (81. ლემპარდი) - ოსკარი, მატა (89. ტერი), აზარი (62. მოზესი) - ტორესი
სტოკ სიტი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - კემერონი, ჰუთი, შოუკროსი, უილსონი - ნ’ზონზი, უელანი - უოლტერსი, ადამი (64. ოუენი), კაიტლი (72. ეთერინგტონი) - კრაუჩი (75. კ. ჯონსი)
გოლი: 1:0 კოული (85)
გაფრთხილება: ოსკარი, დ. ლუისი - ადამი
კარში დარტყმა: 13-10 (5-3) კუთხური: 13-3 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 14-18 ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 41 112

საუთჰემპტონი-ასტონ ვილა 4:1
საუთჰემპტონი (4-4-2): გასანიგა - კლაინი, იოშიდა, ხ. ფონტე, ფოქსი (46. რიჩარდსონი) - პუნჩეონი (74. მაუკა), შნაიდერლინი, ს. დევისი (79. ვორდ-პრაუსი), ლალანა - ლამბერტი, რამირესი
ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - ლოუტონი, ვლაარი, კლარკი, ლიშაი (68. ბენეტი) - ჰოლმენი, აირლანდი (46. ვესტვუდი), ელ აჰმადი, ბენანი (68. აგბონლაჰორი) - ბენტი, ბენტეკე
გოლები: 0:1 ბენტი (36), 1:1 ლამბერტი (58), 2:1 კლაინი (63), 3:1 პუნჩეონი (72), 4:1 ლამბერტი (90+4-პენ)
გაფრთხილება: კლაინი - ვლაარი, ლიშაი, გუზანი
კარში დარტყმა: 12-8 (6-4) კუთხური: 1-4 თამაშგარე: 5-3 ჯარიმა: 6-12 ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 30 713

ვესტ ბრომვიჩი-რედინგი 1:0
ვესტ ბრომვიჩი (4-4-1-1): ფოსტერი - ბ ჯონსი, მაკოლი, ი. ოლსონი, რიჯუელი - მორისონი (65. ლონგი), მულუმბუ, იაკობი, ბრანტი - გერა (70. დორანსი) - ლუკაკუ (78. როზენბერგი)
რედინგი (4-5-1): მაკარტი - განტერი (80. რობსონ-კანუ), პირსი, გორკსი, შორი - მაკლირი, ლიგერტვუდი, გატრი, მაკანუფი - პოგრებნიაკი (69. ჰანტი), ლე ფონდრე
გოლები: 1:0 ლუკაკუ (71)
გაფრთხილება: იაკობი -
კარში დარტყმა: 8-7 (5-1) კუთხური: 9-1 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 14-7 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 23 854

ვესტ ჰემი-სანდერლენდი 1:1
ვესტ ჰემი (4-3-3): იასკელაინენი - დემელი, კოლინზი, რიდი, ო’ბრაიენი - დიამე, ნოუბლი, ნოლანი - ვას ტე (57. ჯარვისი), კ. კოული (77. მაიგა), მ. ტეილორი (57. ბენაიუნი)
სანდერლენდი (4-4-1-1): მინიოლე - კ. გარდნერი, ო’ში, ბრამბლი, როუზი - ლარსონი (62. დ. ვონი), კოლბეკი, ჯ. კატერმოული, მაკლინი - სესინიონი (71. ფ. კემპბელი - 90. მეილერი) - ს. ფლეტჩერი
გოლები: 0:1 ფლეტჩერი (9), 1:1 ნოლანი (90+2)
გაფრთხილება: რიდი, იასკელაინენი - კ. გარდნერი
კარში დარტყმა: 13-4 (4-2) კუთხური: 10-1 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 13-13 ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 33 052

უიგანი-ფულჰემი 1:2
უიგანი (3-4-3): ალ-ჰაბსი - რამისი, კოლდუელი (77. მიაიჩი), ფიგეროა - ბოისი (77. მაკმანამანი), მაკარტი, უოტსონი, ბოსეჟური - ხ. გომესი (62. ბოსელი), კონე, მელონი
ფულჰემი (4-5-1): შვარცერი - რიტერი, ა. ჰიუზი, ჰანგელანდი, რიისე - დაფი, ბეირდი, სიდუელი, კაჩანიკლიჩი (59. რუისი) - ბერბატოვი, როდალიეგა (88. ბრიგსი)
გოლები: 0:1 როდალიეგა (31), 0:2 დაფი (68), 1:2 კონე (90+1)
გაფრთხილება: ბეირდი - ჰიუზი, სიდუელი
კარში დარტყმა: 17-10 (7-7) კუთხური: 8-7 თამაშგარე: 3-0 ჯარიმა: 9-13 ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 19 284

ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედი 1:2
ლივერპული (4-3-3): რეინა - გ. ჯონსონი, აგერი (80. კარაგერი), შკრტელი, კელი - შელვი, ჯერარდი, ალენი - ბორინი (46. სუსო), სუარესი, სტერლინგი (66. ჰენდერსონი)
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-1-1): ლინდეგორი - ევრა, ევანსი, რ. ფერდინანდი, რაფაელი (89. უელბეკი) - კერიკი, გიგზი, ვალენსია, ნანი (46. სქოულზი) - კაგავა (82. ერნანდესი) - ვან პერსი
გოლები: 1:0 სქოულზი (46), 1:1 რაფაელი (51), 1:2 ვან პერსი (81-პენ)
გაფრთხილება: რეინა - სქოულზი, ვან პერსი
გაძევება: შელვი (38)
კარში დარტყმა: 11-7 (6-3) კუთხური: 7-3 თამაშგარე: 0-1 ჯარიმა: 10-7 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 44 263

ნიუკასლი-ნორვიჩი 1:0
ნიუკასლი (4-4-2): ჰარპერი - სანტონი, ტეილორი, უილიამსონი, პერჩი - ხონასი, კაბაი, ანიტა (75. ტიოტე), ბენ არფა (84. შ. ამეობი) - სისე (69. ობერტანი), ბა
ნორვიჩი (4-5-1): რადი - მარტინი, ბარნეტი, ბასონგი (8. ტერნერი), გარიდო - სნოდგრასი, ჰოუსონი, ჯონსონი, სერმენი (84. ჯექსონი), ჰულაჰანი - მორისონი (70. ჰოლტი)
გოლები: 1:0 ბა (19)
გაფრთხილება: ტიოტე - ჰოუსონი
კარში დარტყმა: 14-6 (5-2) კუთხური: 4-5 თამაშგარე: 3-0 ჯარიმა: 12-17 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 49 402

მანჩესტერ სიტი-არსენალი 1:1
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - კლიში, კომპანი, ლესკოტი, საბალეტა - ტურე, ხ. გარსია - სინკლერი (46. როდუელი), აგუერო (85. ბალოტელი), დ. სილვა - ჯეკო (68. ტევესი)
არსენალი (4-5-1): მანონე - ჯენკინსონი, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - დიაბი (71. ჟირუ), არტეტა - ჟერვინიო (90. კოკლენი), კასორლა, რემსი - პოდოლსკი (72. უოლკოტი)
გოლები: 1:0 ლესკოტი (40), 1:1 კოშელნი (82)
გაფრთხილება: ხ. გარსია -
კარში დარტყმა: 11-12 (5-6) კუთხური: 9-4 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 11-8 ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 47 726

ტოტენჰემი-ქუინზ პარკი 2:1
ტოტენჰემი (4-2-3-1): ფრიდელი - ბეილი, ვერტონგენი, გალასი, უოლკერი - სანდრო, დემბელე - სიგურდსონი (46. კოლკერი), დემპსი (88. ჰადლსტოუნი), ლენონი (ტაუსენდი 90+3) - დეფო
ქუინზ პარკი (4-4-2): ჟულიო სეზარი - ონუოჰა, ნელსენი, ჰილი, ბოსინგვა (3. დაიერი) - რაიტ-ფილიპსი (77. მაკი), გრანერო, ფორლინი, პარკი - ჰოილეტი, ზამორა (73. ჯ. სისე)
გოლები: 0:1 ზამორა (33), 1:1 ფორლინი (60-ს.კ-ში), 2:1 დეფო (61)
გაფრთხილება: - გრანერო
კარში დარტყმა: 11-7 (7-4) კუთხური: 10-9 თამაშგარე: 2-4 ჯარიმა: 9-12 ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 36 052

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 5 4 1 0 9-2 13
2. იუნაიტედი 5 4 0 1 12-6 12
3. ევერტონი 5 3 1 1 9-5 10
4. ვესტ ბრომვიჩი 5 3 1 1 7-4 10
5. არსენალი 5 2 3 0 9-2 9
6. ფულჰემი 5 3 0 2 12-7 9
7. სიტი 5 2 3 0 10-7 9
8. ტოტენჰემი 5 2 2 1 8-6 8
9. ვესტ ჰემი 5 2 2 1 5-4 8
10. ნიუკასლი 5 2 2 1 6-6 8
11. სუონსი 5 2 1 2 10-7 7
12. სანდერლენდი 4 0 4 0 4-4 4
13. სტოკ სიტი 5 0 4 1 4-5 4
14. ასტონ ვილა 5 1 1 3 5-9 4
15. უიგანი 5 1 1 3 5-10 4
16. საუთჰემპტონი 5 1 0 4 9-15 3
17. ნორვიჩი 5 0 3 2 2-8 3
18. ლივერპული 5 0 2 3 4-10 2
19. ქუინზ პარკი 5 0 2 3 3-11 2
20. რედინგი 4 0 1 3 4-9 1

ბომბარდირები:
5 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი); 4 - მიგელ მიჩუ (სუონსი), ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი), დემბა ბა (ნიუკასლი), სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი), რიკი ლამბერტი (საუთჰემპტონი); 3 - ბობი ზამორა (ქუინზ პარკი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), კევინ ნოლანი (ვესტ ჰემი), დემიენ დაფი (ფულჰემი), მარუან ფელაინი (ევერტონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვალენსიას გლენ ჯონსონმა ხელი კრა და მაგიტო წაიქცა ვიდეოზეც კარგად ჩანს
England
13:10 24-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული