რობერტო მანჩინი: არ მესმის, რატომ შევწყვიტეთ თამაში

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი უკმაყოფილოა იმით, რომ მისმა გუნდმა ლონდონის "არსენალთან" (1:1) მატჩში გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

"არ ვიცი, დაკარგეს თუ არა ჩემმა ფეხბურთელებმა კონცენტრაცია, მაგრამ ეს რაღაც უცნაურად ჩანდა.

მატჩის დასრულებამდე 8-10 წუთით ადრე კონცენტრაცია უნდა გაგვეძლიერებინა. შეხვედრის მსვლელობას ვაკონტროლებდით, მაგრამ ბოლო 10-15 წუთი... არ მესმის, რატომ შევწყვიტეთ თამაში.

დაცვაში ძალიან ღრმად ჩავჯექით. ასევე აუცილებელი იყო მატჩის ბედი მაშინვე გადაგვეწყვიტა, როდესაც ამის შანსი გვქონდა", - განაცხადა მანჩინიმ.

"მანჩესტერ სიტი" 83 წუთის განმავლობაში დომინირებდა, სანამ ლორან კოშიელნიმ ტაბლოზე ანგ
არიში არ გაათანაბრა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დომინირებდა ხმამაღალი ნაქთქვამია, ნეტა თუ უყურე თამაშს?
dato
11:54 24-09-2012
0

სიახლეები პოპულარული