"ბევრი იყო დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოიქცეოდნენ ორივე გუნდის გულშემატკივრები. მინდა კუთვნილი "ლივერპულის" ფანებსაც მივაგო და "მანჩესტერ იუნაიტედისასაც". მათ თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინეს", - თქვა "წითლების" კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა.
სტივენის სიტყვებს "წითელი ეშმაკების" თავკაცი ალექს ფერგიუსონიც შეუერთდა: "ლივერპულმა" ფანტასტიკური თამაში აჩვენა, გულშემატკივრებმა კი - შესანიშნავი მაგალითი. ტრიბუნების საქციელზე ვერ დავიჩივლებთ".
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში გამარჯვება "მანჩესტერ იუნაიტედმა" იზეიმა - 2:1.