"ლივერპულს" მარტინ კელი დიდი ხნით გამოაკლდა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მცველი მარტინ კელი მწყობრიდან დიდი ხნის ვადით გამოვიდა. ამის შესახებ თავად 22 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო გამოკვლევის გავლის შემდეგ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ მუხლის იოგების ტრავმა კელიმ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ინგლისის პრემიერლიგის გასული ტურის მატჩში მიიღო.

"რა შემიძლია ვთქვა: ეს არ არის ყველაზე საშინელი ტრავმა, რაც კი მიმიღია და მომავალ წელს, როდესაც დავბრუნდები, შემადგენლობაში მოსახვედრად ვიბრძოლებ", - დაწერა კელიმ "თვითერში".

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "ლივერპულმა" შესაძლოა სეზონის ბოლომდე მცველი დანიელ აგერიც დაკარგოს. ფეხბურთელის ზუსტი დიაგნოზი ჯერჯერობით უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული