შეგახსენებთ: "ვესტ ჰემის" მეკარე ინგლისელთა თავკაცმა ამერიკელებთან მატჩში ბოლომდე ათამაშა, შემდეგ შეხვედრაში, ალჟირთან კი აღარ გაიყვანა მოედანზე. მსოფლიოს ჩემპიონატის დანარჩენ თამაშებში კარს დევიდ ჯეიმსი იცავდა. და
კლემენსი ამბობს, რომ მისთვის სრულიად გასაგებია, თუ რატომ იყო აუცილებელი ნაკრების ხელმძღვანელთა მხრიდან გრინის დროებით უგულებელყოფა.
"ეს ფაბიოს გადაწყვეტილება გახლდათ და რომ ვაკვირდები, ცამდე მართალიც იყო. ბიჭი ისედაც ძალიან დიდი ყურადღებისა და ზეწოლის ქვეშ იყო. ასეთი სტრესის ქვეშ, ღმერთმა დაიფაროს, კიდევ ერთი შეცდომა რომ მოსვლოდა, მისი კარიერა კი არა, მთელი ცხოვრება დამახინჯდებოდა".
გეხსომებათ, სექტემბერში, "ვესტ ჰემისა" და "ტოტენჰემის" პრემიერლიგური თამაშის შემდეგ გრინმა პრესის ლოჟაში მსხდომთ უხამსი ჟესტი აჩვენა. საქმე ის არის, რომ იმ შეხვედრაში 30 წლის გოლკიპერმა საუცხოოდ ითამაშა და ეს ჟესტი მისი შურისძიება იყო. კლემენსი ამბობს, რომ გრინი ძლიერი ხასიათის ადამიანია, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში აღარ იძახებდნენ, გულის სიღრმეში ეროვნულ გუნდში თამაშზე უარი არასდროს უთქვამს.
"არა მგონია, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მას ფარ-ხმალი დაეყარა და ნაკრებში თამაშზე უარი ეთქვა. რამდენადაც ვიცი, ახლანდელი გამოძახება მან დიდი სიხარულით მიიღო და შეკრებაზე მოუხაროდა. კარგი მეკარეები 40 წლამდე თამაშობენ. გრინი მტკიცე ხასიათის ადამიანია და ეს აშშ-სთან შეხვედრის შემდეგ დაამტკიცა. ძალიან ბევრი ფეხბურთელი, მის ადგილას, დაიმალებოდა, გაიბუტებოდა, საკუთარ თავში ჩაიკეტებოდა, მან კი რეალობას თვალი გაუსწორა და თქვა: დიახ, ეს ჩემი შეცდომაა, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. ამიერიდან მასთან ერთად ვიცხოვრებ და მასზე დაყრდნობით გავიზრდები.
ვფიქრობ, დღეს თუ არა, ერთ მშვენიაერ დღეს ის კვლავ ნაკრების მთავარი გოლკიპერი გახდება".