"მანჩესტერ იუნაიტედი" "აიაქსისგან" "ახალი მესის" ყიდვას აპირებს

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსის" ახალგაზრდული გუნდის ფორვარდი ვიქტორ ფიშერი "მანჩესტერ იუნაიტედის" თვალთახედვის არეში მოხვდა.

მანჩესტერელები დანიის ახალგაზრდული ნაკრების 18 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 5 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადასახდელად მზად არიან.

"ფიშერი განსაკუთრებული მოთამაშეა, რომლისგანაც შესაძლოა ახალი მესი ან კრიშტიანო რონალდო გამოვიდეს. ამბიცია და ნიჭი მას ნაკლები არ აქვს და ყოველთვის კარზეა დაგეშილი. მას გოლების გატანა მაშინაც კი სწყურია, როდესაც დუბლს ან ჰეთ თრიქს შეასრულებს", - განაცხადა დანიის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტომას ფრანკამ.

ფიშერმა საყოველთაო ყურადღება პირველად გასულ სეზონში მიიპყრო, ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის
სადებიუტო ტურნირის დროს, როდესაც "ლივერპულს" სამი გოლი გაუტანა.

მიმდინარე გათამაშებაში ვუნდერკინდმა "მიოლდესთან" შეხვედრაში ჰეთ თრიქის გაფორმება შეძლო.

მომზადებულია Metro-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული