მანჩესტერელები დანიის ახალგაზრდული ნაკრების 18 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 5 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადასახდელად მზად არიან.
"ფიშერი განსაკუთრებული მოთამაშეა, რომლისგანაც შესაძლოა ახალი მესი ან კრიშტიანო რონალდო გამოვიდეს. ამბიცია და ნიჭი მას ნაკლები არ აქვს და ყოველთვის კარზეა დაგეშილი. მას გოლების გატანა მაშინაც კი სწყურია, როდესაც დუბლს ან ჰეთ თრიქს შეასრულებს", - განაცხადა დანიის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტომას ფრანკამ.
ფიშერმა საყოველთაო ყურადღება პირველად გასულ სეზონში მიიპყრო, ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის
მიმდინარე გათამაშებაში ვუნდერკინდმა "მიოლდესთან" შეხვედრაში ჰეთ თრიქის გაფორმება შეძლო.
მომზადებულია Metro-ს მიხედვით