დარენ ფლეტჩერი: "ოლდ ტრეფორდზე" დაბრუნება და გამარჯვება სასიამოვნოა
AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა დარენ ფლეტჩერმა ინგლისის ლიგის თასის მატჩში "ნიუკასლთან" (2:1) გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მოედანზე დაბრუნებით გახარებულია.
ფლეტჩერი 2012 წელს მოედანზე პირველად გამოვიდა, მას შემდეგ, რაც კოლიტისგან გამოჯანმრთელდა.
"ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მოედანზე დაბრუნება სასიამოვნოა, განსაკუთრებით, "ოლდ ტრეფორდზე". მიხარია, რომ გამარჯვება მოვახერხეთ", - თქვა ფლეტჩერმა.