ჟოზე მოურინიო: ჯონ ტერი რასისტი არ არის

AutoSharing Option
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ თავისი ყოფილი შეგირდი, ლონდონის "ჩელსის" მცველი ჯონ ტერი დაიცვა.

თუმცა იმის შესაძლებლობაც დაუშვა, რომ თამაშის დროს შესაძლოა ნებისმიერი ფეხბურთელი განრისხდეს.

"ტერი რასისტი არ არის. ამის ასპროცენტიანი გარანტია შემიძლია მოგცეთ. ადრე "ჩელსიში" 12 აფრიკელი მოთამაშე იყო. ეს ფანტასტიკური გუნდი იყო და ტერის ყველა თანაგუნდელთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა.

მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვიცი, რომ ამ ფაქტს შესაძლოა საფეხბურთო მოედანზე ადგილი ჰქონოდა: ხანდახან ჩვენი რეაქცია რაიმეზე ისეთი არ არის, როგორიც წარმოგვედგინა.

შესაძლოა, ჯონმა თავისი მეტოქის მიმართ რასისტული კომენტარები
გააკეთა. ხანდახან ვცდებით. და რათა ეს გამოვისყიდოთ, ის უნდა დაისაჯოს. მაგრამ გთხოვთ, ნუ მეუბნებით, რომ ტერი რასისტია. ჰკითხეთ დროგბას, ჯერემის ან მაკელელეს.

არც ერთი მათგანი არ იტყვის, რომ ტერი რასისტია", - განაცხადა "განსაკუთრებულმა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული