"ჩემპიონატის სტარტზე ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მოდუნება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება.
აქამდე არც ერთი მატჩი არ წაგვიგია. ბევრს ვიტანთ, ცოტას ვუშვებთ… რა უნდა იყოს უკეთესი?
29 სექტემბერს "ჩელსისთან" ურთულესი მატჩის ჩატარება გველის. "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრის შემდეგ სულ ცოტა დრო გავიდა, მაგრამ მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებთ.
"არისტოკრატებთან" მატჩში წაუგებელი სერიის გაგრძელების იმედი გვაქვს. წაგებას ნამდვილად არ ვაპირებთ", - განაცხადა ოლივიე ჟირუმ.