"ჩემს დღევანდელ გუნდს მეტოქეთა "განგმირვის" უნარი არ აქვს, რაც ერთ-ერთი იმ ნაკლთაგანია, აუცილებლად და სასწრაფოდ რომ უნდა გამოსწორდეს. მაგალითად, ლონდონში, "ფულჰემს" რომ ვხვდებოდით, თამაშის დამთავრებამდე სამი წუთით ადრე პენალტი ვერ გავიტანეთ. რომ გაგვეტანა ანგარიში 3:1 გახდებოდა და ამით ყველაფერს წერტილი დაესმებოდა. აი, ასეთი მომენტების ხელიდან გაშვებით ჩვენ ამ სეზონში უკვე ბევრი ქულა დავკარგეთ.
და მაინც, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი მიიჩნევს, რომ მისი გუნდის მთავარი ნაკლი იმდენად თავდახსმაში არ უნდა ვეძიოთ, რამდენადაც დაცვაში.
"კარგად თუ დავაკვირდებით, ჩვენ გოლების გატანის პრობლემა არ გვაქვს. "ლივერპულს" ერთ შეხვედრაში სამი გავუტანეთ. სამ-სამი შევაგდეთ "ევერტონის", "ვესტ ჰემისა" და "ნიუკასლის" კარშიც, რაც მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგის კარში ბურთის შეგდება არ გვიჭირს".
ფერგიუსონმა პრემიერლიგის ლიდერზე "ჩელსიზეც" თქვა ორიოდ სიტყა... რასაკვირველია, მწარე. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ლონდონელები ცხრილს შთამბეჭდავად ლიდერობენ და "იუნაიტედს" 5 ქულით უსწრებენ, სერ ალექსი დარწმუნებულია, რომ ამაში დიდი როლი კალენდარმა ითამაშა.
"თუ "ჩელსის" კალენდარს ერთხელაც გადახევდათ, იფიქრებთ, რომ გუნდს ყველა თამაში მართლაც უნდა მოეგო. ჩვენ კი სტუმრად ვიყავით "ფულჰემთან" და ევერტონთან და "ლივერპულს" ვუმასპინძლებთ. შეადარეთ, ეს თამაშები "ჩელსისას"...
კიდევ, "იუნაიტედის" თავკაცმა თქვა, რომ იანვარში "უიგან ატლეტიკიდან" შეიძლება იჯარით გაშვებული 21 წლის ტომ კლივერლი დაიბრუნოს.
"ტომი დიდი ფეხბურთელი გახდება. მე მისი თამაში ძალიან მომწონს. ვიცი, რომ ფანები მასზე უკვე ლაპარაკობენ და ცამდე მართალნიც არიან, რადგან ტომი კლივერლი ის ფეხბურთელია, რომელსაც შემდეგი თაობის ვაე\რსკვლავად აღიარებენ.
რატომ გავუშვი სხვა გუნდში? ვფიქრობდი, რომ მისი განვითარებისთვის საჭირო თამაშების რაოდენობას ვერ დავუთმობდი და მინდოდა ხუთი ან ექვსი თვით სხვაგან მოესინჯა ძალა. დარწმუნებული ვარ, ის გამოცდილება, რომელიც მან "უიგანში" შეიძინა, კლივერპლის ძალიან გამოადგება".