რობერტო დი მატეო: ფერნანდო ტორესი უზარმაზარ სამუშაოს ასრულებს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ ლონდონის "არსენალთან" მატჩში ესპანელი თავდამსხმელის ფერნანდო ტორესის თამაშს მაღალი შეფასება მისცა.

"ჩელსი"-"არსენალის" შეხვედრა ლონდონის "ემირეიტსის" სტადიონზე გაიმართა და "ლურჯების" გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

"ტორესმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. მან საოცარი და ძალიან საჭირო გოლი გაიტანა. ამასთან გუნდისთვის ძალიან სასარგებლოდ აქტიური იყო. ის ნამდვილად გუნდური მოთამაშეა, რომელიც უზარმაზარ სამუშაოს ასრულებს.

მეტოქის დაცვას ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს და მეტოქის კარს მუდმივად საფრთხეს უქმნის. მისი თამაშით კმაყოფილი ვარ, რადგან მაშინაც კი, როდესაც გოლი ვერ გააქვს, თანაგუნდელებს მუდმივად პასებს
აძლევს და შეტევაში ეხმარება",- განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული