სტივენ ჯერარდი: "ლივერპული" საუკეთესო შემთხვევაში პირველი ოთხეულისთვის თუ იბრძოლებს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ნახევარმცველი სტივენ ჯერარდი მიმდინარე სეზონში "წითლების" შანსებს ფრთხილად აფასებს.

"საჩემპიონო რბოლაში ახლა არამხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" მონაწილეობენ, არამედ "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი" და "ტოტენჰემი". "ნიუკასლიც" არცთუ ცუდად თამაშობს. ახლა ინგლისის ჩემპიონატის მოგება ძალიან რთულია, რადგან გუნდების დონე მუდმივად იზრდება.

გასულ წელს მერვე ადგილზე გავედით. თუ მიმდინარე სეზონში ყველაფერი კარგად წავიდა და ფორტუნამ გაგვიღიმა, ზედა ოთხეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ. ეს რალური მიზანია.

მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ "ლივერპული" ტოპოთხეულში შესვლას მოახერხებს, სეზონის ბოლოს უკვე 33 წლის ვიქნები. ამიტომ, თუ "ლივერპული" ჩემი
კარიერის დასრულებამდე პრემიერლიგას მოიგებს, ნამდვილი სასწაული იქნება. მაგრამ მე ვიბრძოლებ და ძალებს არ დავზოგავ. ვნახოთ, რა გამოვა", - განაცხადა ჯერარდმა.

შეგახსენებთ, რომ ბრენდან როჯერსის გუნდი ამ დროისთვის ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 14-ე ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული