ყველა საზიზღრობამ ერთად მოიყარა თავი

AutoSharing Option
"ნიუკასლ იუნაიტედის" მწვრთნელი კრის ჰაფტონი დარწმუნებულია, რომ მისი თავდამსხმელი ენდრიუ ქეროლი მალე აღიდგენს ფორმას და ძველ პოზიციას დაუბრუნდება. საქმე ის გახლავთ, რომ, 21 წლის ფეხბურთელი ჩერნოგორიასთან სათამაშოდ ნაკრებში არ გამოიძახეს და მეტიც არც ახაგაზრდულ გუნდში უხმეს რუმინელებთან შესახვედრად. არადა, სეზონის დასაწყისში მშვენიერ ფორმაში მყოფი ფორვარდისგან მხოლოდ აღმასვლას ელოდნენ.

როგორც ხდება ხოლმე, თუ კაცს ცუდი პერიოდი უდგას, ეს ცხოვრების ყველა სფეროს ეხება - გასულ დეკემბერში ნიუკასლის ცენტრში ფიცხი ხასიათით ცნობილმა ფორვარდმა იჩხუბა და მაშინდელი ამბის სასამართლომაც კი ახლა უწია.

და მოედანზე?
ქეროლმა აგვისტოში, "ასტონ ვილასა" და "ვულვერჰემპტონის" კარში ოთხი გოლის გატანის შემდეგ ბურთი ვერავის კარში ვერ შეაგდო. შემდეგ, ფეხბურთელს გრიპი შეეყარა და დასუსტებული პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ არ ათამაშეს. ის შეხვედრის მიწურულს მხოლოდ 13 წუთით შეუშვეს მოედანზე.

ჰაფტონმა განაცხადა: "მართალი გითხრათ, არ მგონია, რომ ენდიმ ნაკრებში არ-გამოძახება ძალიან განიცადა. საქმე ის არის, რომ მის შესახებ პრესაში ძალიან ბევრი იწერებოდა და იმისათვის, რომ ნაკრებში არ გამოიძახებდნენ შენაგანად მზად იყო. მან ძალიან კარგად იცის, რომ ახალგაზრდაა და ჯერ ბევრი რამ უნდა ისწავლოს. ქეროლი აუცილებლად ისწავლის ჭკუას, გააანალიზებს ყველაფერს, რაც ამ სეზონში თავს გადახდა და კარგ შედეგსაც მიიღებს.

"მანჩესტერ სიტისთან" რატომ არ ვათამაშე? იმიტომ, რომ გრიპით იყო ავად და დასუსტებული აღარ დავტვირთე. მისი კარიერის ამ ეტაპზე აღმასვლა და დაცემა სრულიად ლოგიკურია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული