მოგეხსენებათ, ჰოჯსონმა მერსისაიდელებთან ხელშეკრულება გასულ ზაფხულს გააფორმა და, როგორც ირკვევა იმთავითვე იცოდა, რომ "ენფილდ როუდზე" შეფების შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წამოიჭრებოდა მისი სამსახურის საკითხი. ცნობილია აგრეთვე, რომ იმავე კონტრაქტის თანახმად "გაყრის" შემთხვევაში მწვრთნელი სრულყოფილ კომპენსაციას მიიღებს.
თუმცა, ეს ყველაფერი იურიდიული მხარეა. პრაქტიკულად რა ხდება? რას აპირებს "ლივერპულის" მომავალი პატრონი, ბეისბოლის კლუბის "ბოსტონ რედ სოკსისა" და მრავალი სხვა სპორტული ორგანიზაცის მესაკუთრე ჯონ ჰენრი? ეს ჯერჯერობით ცნობილი არ
"ლივერპულის" პრეს-მდივანმა განაცხადა: "კლუბში მწვრთნელით ძალიან კმაყოფილები არიან. დირექტორატი როი ჰოჯსონს ენდობა და დარწმუნებულია, რომ ის "ლივერპულისთვის" ზედგამოჭრილი პიროვნებაა".
თუმცა, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს ძველი, უფრო სწორად კი ჯერჯერობით მოქმედი დირექტორაიტის მოსაზრებაა, ხოლო რას იტყვიან ახლები, მომავალში გაირკვევა.
"ლივერპულში" მომუშავე მავანმა ადამიანმა ტაბლოიდებს განუცხადა:
"ახალი მეპატრონეები მწვრთნელს ჯერ არ შეხვედრიან, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ შეხვდებიან და გაარკვევენ, სურს თუ არა მათთან მუშაობა".
"ის, რომ კლუბი იყიდება და მას New England Sports Venture ყიდულობს, ძალიან კარგია. რასაკვირველია, ეს მახარებს. კარგად ვიცი, რამდენი იმუშავა დირექტორატმა რთული მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი რომ მოძებნა".