ფედერიკო მაკედა: რუნი გოიმია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" 19 წლის თავდამსხმელმა, იტალიელმა ფედერიკო მაკედამ ინტერვიუში ისეთი რამ თქვა, რომ ტაბლოიდებმა ხმაური ატეხეს – 24 წლის თანაგუნდელზე უეინ რუნიზე ლაპარაკისას იხმარა სიტვა ცოატტო რაც იტალიურად ხიხოს, გოიმს, ჩამორჩენილს... დაახლოებით "ბიჭუნას გარეუბნიდან" ნიშნავს.

ეს ინტერვიუ მაკედამ იტალიურ გაზეთს მისცა და მისი ფრაგმენრები ინგლისში გადათარგმნეს. ზოგმა რედაქციამ ცოატტო-ს ნაცვლად მუშათა კლასის წარმომადგენელი დაწერა, რაც, ბუნებრივივა, მკითხველის დიდი ნაწილისთვის კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი და გამაღიზიანებელი გახლდათ. მოვიტანოთ ციტატა:
"რუნი დიდებული ბიჭია. ის ყოველთვის მეხმარება რჩევებით, მაგრამ ცოტა ცოატტო-ა".

ინგლისურმა ტაბლოიდებმა, რასაკვირველია,
მყისვე გაიკითხ-გამოიკითხეს და მიადგნენ მაკედას მავან მეგობარს, რომელმაც თქვა, ფედერიკო მაგას რუნიზე ცუდი გაგებით არ იტყოდა, რადგან თვითონაც ცოატტო არისო:

"მამამისი სეზონური მუშაა, დედა – მრეცხავი. ის საშუალო კლასს არანაირად არ განეკუთვნება, ასე რომ შეუძლებელია მას სოციალური წამოშობის გამო რუნისთვის დაეცინა".

გაზეთებში კი, როგორც მოგახსენეთ ისეთი ამბავი ატყდა, რომ მაკედამ რიო ფერდინანადს დაურეკა უეინს ჩემს მაგივრად ბოდიში მოუხადეო. მან საჯარო განცხადებაც გააკეთა:

"როდესაც სიტყვა ცოატტო-ს ვამბობდი, უეინის შეურაცხყოფას სულაც არ ვაპირებდი. მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ის უბრალო, მეგობრული ბიჭია და ვარსკვლავური სენი არ სჭირს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული