ლონდონის "არსენალმა" ზამთარში ტრანსფერებზე შესაძლოა 40 მილიონი ევრო დახარჯოს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობა მზადაა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის გასაძლიერებლად სოლიდური თანხა გამოყოს.

"მეთოფეთა" აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ ჰილ-ვუდმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში არსენ ვენგერი 40 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს "არსენალი" "ბაზელის" მცველით ალექსანდრ დრაგოვოჩითა და "შალკეს" ჰავბეკით ლიუის ჰოლტბის შეძენით იყო დაინტერესებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული