რობინ ვან პერსის დისკვალიფიკაცია ასცდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელი თავდამსხმელი "ნიუკასლის" ნახევარმცველ იოან კაბაიესთვის იდაყვის დარტყმის გამო დისკვალიფიკაციით არ დაისჯება.

ეს გადაწყვეტილება ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის საკონტროლო დისციპლინარულმა კომიტეტმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელის, ალან პარდეუს განცხადებით, ჰოლანდიელმა საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს განზრახ გაარტყა. პარდიუს აზრით, არბიტრი ჰოვარდ ვები იმ სიტუაციაში შეცდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული