ხუან მატა: ესპანეთის ნაკრებში გამოუძახებლობას არ დავუმწუხრებივარ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ხუან მატა დარწმუნებულია, რომ თუ კარგ სათამაშო ფორმას შეინარჩუნებს, მომავალში ესპანეთის ნაკრებში აუცილებლად დაბრუნდება.

2014 წლის მუნდიალის შესარჩევ მატჩებში ბელორუსისა და საფრანგეთის ნაკრებებთან სათამაშოდ გამოუძახებლობა ბევრისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა, თუმცა თავად ფეხბურთელი იმედგაცრუებული არ არის.

"იმედგაცრუებული არ ვარ იმის გამო, რომ ნაკრებში არ გამომიძახეს. წინ უნდა ვიარო და მჯეროდეს, რომ მომავალში გამომიძახებენ.

მოედანზე ყოველთვის ბოლომდე დახარჯვას ვცდილობ, რათა ჩემს კლუბს და ნაკრებს შედეგი მოვუტანო. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ მისწრაფებამ მომახვედრა "ჩელსიში".

ასე რომ, იმის გაკეთებას ვაპირებ, რასაც ადრე
ვაკეთებდი - საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშს", - განაცხადა მატამ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხ მატა მატა აბა რა გეგონა ოლიმპიადა რო ჩააგდე.
0

სიახლეები პოპულარული