უდგას რამე წინ ამ ოპერაციას? "ლივერპულის" ახლანდელი მეპატრონეების ტომ ჰიკსისა და ჯორჯ ჯილეტის სიჯიუტე. მათ კატეგორიულად არ უნდათ, კლუბი New England Sports Ventures-მა რომ შეიძინოს. ჰიკსმა განაცხა
ჰიკსის პოზიცია ასეთია: ჯერ ერთი "ლივერპული" სულ მცირე 600 მილიონი ღირს და მეორეც, კლუბის დირექტორატისა და ჰენრის გარიგება უსაფუძვლოა, რადგან დირექტორატი უფლებამოსილი არ იყო ეს მოლაპარაკებები ეწარმოებინა - ჰიკსმა და ჯილეტმა წინა დღეს დირექტორატიდან ორი წევრი კრისტიან პარსლოუ და იან ეირი გაანთავისუფლეს, მაგრამ სინი არ დაემორჩილნენ, რადგან მათი განთავისუფლების ბრძანებას კლუბის პრეზიდენტმა მარტინ ბრაფტონმა არ მოაწერა ხელი. თავის მხრივ, ბრაფტონი და მისი დირექტორატი ახალი მეპატრონის მოსვლის ბოლო თარიღად 15 ოქტმბერს ასახელებს.
მაშ ასე, მერსისაიდული კლების სათავეში დიდი ბრძოლაა და თუ ჰენრის ბანაკი გაიმარჯვებს, 26 წლის ტორესს ახალ მეპატრონესთან ლაპარაკი მომდევნო კვირაშივე არ აცდება. დღეს ტორესი, მოგეხსენებათ, საზარდულის ტრავმას მკურნალობს, რათა მომდევნო კვირას პრემიერლიგის მერვე ტურში, "ევერტონთან" ითამაშოს.
და მაინც, რა აქვთ New England Sports Ventures-ის წარმომადგენლებს ტორესთან გასარჩევი? ალბათ, ხელფასი... ინგლისური გაზეთები დაჟინებით წერენ, რომ თავდამსხმელის გამომეტყველება და მიხრა-მოხრა (ეგრეთწოდებული სხეულის ენა ანუ ბოდყ ლანგუაგე) პირდაპირ მიუთითებს - ტორესს "ენფილდ როუდიდან" წასვლა უნდა.
როდის პირებს ტორესი "ლივერპულიდან" წასვლას? ვინაიდან, უახლოესი სატრანსფერო ბაზრობა იანვარშია და სავარაუდოდ ნაახალწლევს, მაგრამ ჰენრი და მისი ხელქვეითები იმედოვნებენ, რომ ფეხბურთელს დაელაპარაკებიან და ზაფხულამდე მაინც დატოვებენ.