ეშლი კოულს ინგლისის ნაკრებში თამაშის ნება დართეს

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ლონდონის "ჩელსის" მცველმა ეშლი კოულმა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას ბოდიში მოუხადა, ინგლისის ნაკრებს აღარ ჩამოაშორებენ.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის შეფმა დავიდ ბერნშტეინმა გააკეთა.

"კოულმა მეორე დღესვე მოიხადა ბოდიში "თვითერში" დაწერილის გამო. 8 ოქტომბერს კი პირადად მომიბოდიშა.

მას ეტყობოდა, რომ ჩადენილი საქციელის გამო ნანობდა. თვალებში შევხედე და დავუჯერე. ეშლის შეუძლია, ინგლისის ნაკრებში ითამაშოს".

ასევე იხილეთ:
ეშლი კოული შესაძლოა ინგლისის ნაკრებიდან გარიცხონ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული