ედინ ჯეკო "მანჩესტერ სიტიში" თვის საუკეთესო მოთამაშე ზედიზედ მეორედ გახდა

AutoSharing Option
მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი ედინ ჯეკო კლუბის გულშემატკივრებმა სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

სექტემბერში ჯეკომ "სიტის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 6 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. ასევე, საგოლე გადაცემაც შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ბოსნიელი პირველივე წუთებიდან მოედანზე მხოლოდ ორ შეხვედრაში გამოვიდა.

ეს ტიტული ჯეკოს ზედიზედ მეორედ ერგო. ის კლუბის საუკეთესო მოთამაშედ აგვისტოშიც დაასახელეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული