სექტემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელი "ევერტონის" თავკაცი დევიდ მოიესი გახდა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელის წოდება "სანდერლენდის" თავდამსხმელს სტივენ ფლეტჩერს ერგო.
"ევერტონმა" მოიესის ხელმძღვანელობით სექტემბრში 7 ქულა დააგროვა - ორი მოგება, ერთი ფრე და ერთი წაგება. გუნდი ამჟამად პრემიერლიგაში მე-4 ადგილს იკავებს.
რაც შეეხება სტივენ ფლეტჩერს, შოტლანდიელმა ფორვარდმა 4 შეხვედრაში მეტოქეთა კარი ხუთჯერ აიღო.