ინგლისის პრემიერლიგამ სექტემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგამ სექტემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელა.

სექტემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელი "ევერტონის" თავკაცი დევიდ მოიესი გახდა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელის წოდება "სანდერლენდის" თავდამსხმელს სტივენ ფლეტჩერს ერგო.

"ევერტონმა" მოიესის ხელმძღვანელობით სექტემბრში 7 ქულა დააგროვა - ორი მოგება, ერთი ფრე და ერთი წაგება. გუნდი ამჟამად პრემიერლიგაში მე-4 ადგილს იკავებს.

რაც შეეხება სტივენ ფლეტჩერს, შოტლანდიელმა ფორვარდმა 4 შეხვედრაში მეტოქეთა კარი ხუთჯერ აიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული