ედინ ჯეკო: "მანჩესტერ სიტის" დატოვებას არ ვაპირებ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი ედინ ჯეკო მზადაა, "ქალაქელების" ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძოლოს.

"პრესაში მუდმივად იწერება, რომ "მანჩესტერ სიტის" დატოვებას ვაპირებ. ეს განცხადებები მაოცებს, რადგან არასდროს მითქვამს, რომ  "სიტიდან" წასვლა მსურს.

კონკურენციის არასდროს მეშინოდა და არც ახლა ვუფრთხი. გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად ბრძოლისთვის მზად ვარ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა მომავალში "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრები გატანილი გოლებით გავახარო", - განაცხადა ჯეკომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული