ლონდონის "არსენალი" შესაძლოა იანვარში ფორვარდით გაძლიერდეს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს შემადგენლობის გაძლიერება სურს.

ამისკენ ვენგერს იმ ფაქტმა უბიძგა, რომ გუნდის ფორვარდის, ოლივიე ჟირუს ადაპტაცია ინგლისურ ფეხბურთში იმ ტემპებით არ მიმდინარეობს, როგორც თავად ფრანგ სპეციალისტს სურს.

იანვარში "მეთოფეები" თავდამსხმელის შეძენას გეგმავენ. კლუბის სკაუტები ამ დროისთვის აქტიურად აკვირდებიან ბილბაოს "ატლეტიკის" ფეხბურთელებს ფერნანდო ლორენტესა და ადრიანო ლოპესს; ასევე, დორტმუნდის "ბორუსიის" თავდამსხმელს რობერტ ლევანდოვსკისა და "ფიორენტინას" ფორვარდ სტევან იოვეტიჩს. ამის შესახებ "ტელეგრაფი" იუწყება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ადრე "არსენალის" პრეზიდენტმა პიტერ ჰილ-ვუდმა განაცხადა, რომ ზამთარში, საჭიროების შემთხვევაში, კლუბი ვენგერს
შემადგენლობის გასაძლიერებლად 40 მილიონ ევროს გამოუყოფს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული