კოლო ტურე "მანჩესტერ სიტის" დატოვებას არ აპირებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მცველი კოლო ტურე სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს.

ბოლო დროს კოლო ტურე სასტარტო შემადგენლობისთვის ბრძოლას ვენსან კომპანისთან, ჯოლეონ ლესკოტთან და მატიე ნასტასიჩთანაც კი აგებს.

"მინდა, "მანჩესტერ სიტიში" დავრჩე და სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად ვიბრძოლო. ეს რთულია, რადგან ადრე მოედანზე რეგულარულად გამოვდიოდი.

მაგრამ როგორც არ უნდა ვეცადო, ბოლო დროს რობერტო მანჩინის აზრის შეცვლას ვერ ვახერხებთ.

თამაშის სურვილი დღემდე მაქვს. შეხედეთ გიგზს და სკოულზს, რომლებიც 38 და 37 წლისანი არიან - ეს დაუჯერებელია. მინდა, ამ ასაკამდე ვითამაშო", - განაცხადა 31
წლის ტურემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული