პაოლო დი კანიო: მსურს ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდე

AutoSharing Option
"სუინდონის" მთავარმა მწვრთნელმა, 44 წლის სპეციალისტმა პაოლო დი კანიომ აღნიშნა, რომ მომავალში ინგლისის ნაკრების თავკაცად მუშაობა სურს.

"ინგლისურ ფეხბურთს ახლა შევეჩვიე და მსურს აქ დავრჩე. "სუინდონ თაუნში" რამდენიმე წელია ვმუშაობ და იმედია ამ პროექტს ბოლომდე მივიყვან.

როგორც ყველა მწვრთნელს, ამბიციები მეც გამაჩნია, მინდა ერთერთ ტოპკლუბში ვიმუშაო, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ინგლისის ნაკრების თავკაცობაა", - თქვა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული