"მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა ნემანია ვიდიჩი "ანჟის" მიჰყიდოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა სერბი მცველის, ნემანია ვიდიჩის გაყიდვის ვარიანტს განიხილავს.

ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მახაჩყალის "ანჟი" იჩენს. სერბი მცველის, რომელმაც ბოლო წლის განმავლობაში მუხლი ორჯერ დაიშავა, 41 მილიონ ევროდ გაყიდვა "წითელი ეშმაკებისთვის" წარმატებული გარიგება იქნება.

რუსეთის ჩემპიონატის ლიდერი ვიდიჩს კვირაში 250 ათას ევროს გადაუხდის.

თუმცა ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებს.

"ვიდიჩი ახლა იმიტომ არ თამაშობს, რომ ოპერაცია გადაიტანა. ახლა ის მხოლოდ ჯანმრთელობის აღდგენაზე ფიქრობს და არა სატრანსფერო საქმეებზე.

ამასთან, ის ტოპკლუბის საკუთრებაა და არანაირი მოლაპარაკება არც
"ბარსელონასთან", არც "რეალთან" და არც სხვა რომელიმე გუნდთან არ აქვს", - თქვა სილვანო მარინომ.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული