"ლივერპული" იანვარში "ბარსელონას" ფორვარდ ალექსის სანჩესის შეძენას ეცდება. მერსისაიდული კლუბი შეტევაში სერიოზულ პრობლემებს განიცდის მას შემდეგ, რაც იტალიელმა ფაბიო ბორინიმ მძიმე ტრავმა მიიღო.
სანჩესი, რომელმაც პრიმერადივიზიონის მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ კატალონიელთა სამი მატჩი დაიწყო, "ლივერპულისთვის" შეტევის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.