"ლივერპულის" ფრონტზე კი ასეთი ამბებია: ამერიკულმა კორპორაციამNew England Sports Ventures შესაძლოა კლუბი სულაც ვერ იყიდოს – არადა, ცოტა ხნის წინ ყველა დარწმუნებული იყო, რომ გარიგებას წყალი არ გაუვიდოდა. მიზეზი: "წითლების" საქმე ისე ცუდად არის, რომ ის შესაძლოა მართვაში ადმინისტრატორებს გადასცენ და გაკოტრებისთვის სპორტულადაც დასაჯონ, 9 ქულა ჩამოაკლონ. თუ გახსოვთ, გასულ სეზონში
მაშ ასე, ამერიკული კომპანია დღევანდელ მდგომარეობაში მყოფი "ლივერპულის" ყიდვისგან უკან არ იხევს, მაგრამ, ადვილი მისახვედრია, რომ თუკი გუნდს 9 ქულას დააკლებენ დიდი შანსია პრემიერლიგაში ადგილი ვეღარ შეინარჩუნოს, მომავალ სეზონში "ჩემპიონშიპში" მოუწიოს გამოსვლა და... კომერციულად უინტერესო გახდეს.
კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ: New England Sports Ventures-ის ხელმძღვანელებმა "ლივერპულის" თავმჯდომარის მარტინ ბრაფტონის დახმარებით მიაღწიეს იმას, რომ კლუბის დირექტორატში მისი ამჟამინდელი მეპატრონეებისთვის ტომ ჰიკსისა და ჯორჯ ჯილეტისთვის არასასურველი წევრები შეინარჩუნეს, რომელთაც "ლივერპულის" მათთვის მიყიდვის გადაწყვეტილება მიაღებინეს, მაგრამ საპასუხოდ ჰიკსმა და ჯილეტმა უმარლეს სასამართლოში იჩივლეს. თუკი სასამართლო ჯერ კიდევ მოქმედი მეპატრონეების სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ ლეგენდარული მერსისაიდული კლუბი შავ დღეში ჩავარდება, რადგან პარასკევამდე შოტლანდიის სამეფო ბანკისთვის 237 მილიონი ფუნტი აქვს გადასახდელი.
რასაკვირველია, "ლივერპული" ვალს დანიშნულ ვადაში ვერ გაისტუმრებს, რასაც მოვლენების ნაცნობი სცენარით განვითარება მოჰყვება: კლუბს გაკოტრებულად გამოაცხადებენ, ადმინისტრატორებს გადასცემენ და, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პრემიერლიგის ცხრილში 9 ქულას დააკლებენ.