მოედანზე შეჭრილმა ფანმა მეკარე ერთი დარტყმით დააგდო

AutoSharing Option
ვიდეო
ინგლისში, იორკშირის დერბიზე, "შეფილდის" საფეხბურთო კლუბის მეკარეს, მოწინააღმდეგე გუნდის "ლიდსის" განრისხებული ფანი დაესხა თავს და სახეში ძლიერად დაარტყა. ფაქტში უცნაური ისაა, რომ ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა "ლიდსმა" ანგარიში გაათანაბრა. თამაში საბოლოო ანგარიშით 1-1 დასრულდა.

"ლიდსის" ფანები მთელი თამაშის განმავლობაში აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, მეორე ტაიმში კი მოედანზე ბოთლების სროლაც დაიწყეს. საბოლოოდ კი მათი ქცევა მოედანზე შეჭრილმა ფანმა "დააგვირგვინა" (იხილეთ ვიდეო).

"ლიდსის" წარმომადგენლებმა ბოდიში მოიხადეს მომხდარის გამო და იმედი გამოთქვა, რომ აგრესიული ფანი სათანადოდ დაისჯება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული