რობერტო დი მატეო: ჩემპიონობაზე საუბარი ნაადრევია

AutoSharing Option
ვიდეო
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ "ტოტენჰემთან" ინგლისის ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსიმ" სტუმრად "ტოტენჰემი" ანგარიშით 4:2 დაამარცხა (იხილეთ ვიდეო).

"იყო პერიოდი, როცა "ტოტენჰემი" ძალიან სრაფად მოქმედებდა. სწრაფი გოლის შემდეგ ისინი უფრო თავდაჯერებულები გახდნენ.

თუმცა მატჩის დიდ ნაწილს ჩვენ ვაკონტოლებდით. ინიციატივა ავიღეთ და ვცდილობდით ჩვენი თამაში გვეთამაშა.

ჩემპიონობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, წინ 30 ტურია. ასეთი წარმატებული სტარტი კი უფრო ძლიერებს გვხდის. პრემიერლიგა იმაზე კარგად დავიწყეთ, ვიდრე მეგონა.

კლუბის დირექტორთა საბჭომ გა
დაწყვიტა, რომ ტერის კაპიტნის სამკლაური შეუნარჩუნდეს და მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ", - თქვა დი მატეომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული